წლის ბოლო სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად კვლავ ოკუპაცია რჩება

30 დეკემბერი 2019, 20:28 2152 ნახვა

წლის ბოლო სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად კვლავ ოკუპაცია რჩება. მან ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილება  შეაფასა და თქვა, რომ ერთადერთი გამშვები პუნქტის დაკეტვა ჰუმანიტარულად მძიმე მდგომარეობას ქმნის. გახარია ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასაც გამოეხმაურა.

პრემიერმა წლის შეჯამებისას დღესვე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა ამასთან აღნიშნა, რომ სამუშაო ადგილების დეფიციტი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. გახარიას შეფასებების საპირწონედ ოპოზიცია კიდევ უფრო მეტ პრობლემას ასახელებს რაც განსაკუთრებით წელს გამოიკვეთა, მათ შორისაა ლარის გაუფასურება, პოლიტიკური კრიზისი და ე.წ. გავრილოვის ღამე. ხელისუფლების ოპონენტები პოლიტიკურ და ეკონომკკურ კრიზისთან ერთად დემოკრატიის კრიზისზეც საუბრობენ, რაც ამ ხელისუფლების პირობებში ყველაზე მწვავედ სწორედ 2019 წელს გამოჩნდა.  

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი