აჭარაში გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსის 530 შემთხვევა დაფიქსირდა

29 დეკემბერი 2019, 15:11 1486 ნახვა

სეზონური ვირუსები დეკემბრის ბოლო კვირაში მომატებულია თუმცა სპეციალისტები მონაცემებს საგანგაშოს არ უწოდებენ.  საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრის   ინფორმაციით  ამ დროისთვის აჭარაში   გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსის 530 შემთხვევა დაფიქსირდა რაც  წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით   ნაკლებია. 

ბათუმის  დედათა და ბავშვთა  ჰოსპიტალშიც ადასტურებენ, რომ ზამთრის სეზონზე  გრიპისა და გრიპისმაგვარი ვირუსებით მიმართვიანობამ მოიმატა, თუმცა გართულებული და მძიმე შემთხვევები არ ფიქსირდება.

საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი   რისკჯგუფებში შემავალ  ადამიანებს - განსაკუთრებით ორსულებს მოუწოდებს   პირველად ჯანდაცვის დაწესებულებებს მიმართონ,  სადაც მათთვის ვაქცინაცია  უფასოა.   ხოლო ისინი  ვინც ამ ჯგუფს არ განეკუთვნებიან თუმცა  აცრის ჩატარება  სურს ვაქცინა თავად უნდა შეიძინოს რომელიც  აფთიაქებში   დღეს დეფიციტურია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი