საერთაშორისო გამოხმაურება

28 დეკემბერი 2019, 18:20 1380 ნახვა

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მიესალმება, ევროკავშირის ელჩი. კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ გადაიდგას ნაბიჯები გამშვები პუნქტების გასახსნელად. „მომავალი დაპატიმრებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული“ - ასე გამოეხმაურა ეუთოს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

„თავისუფლება ვაჟა ექიმს“ - ეს პოსტი ერთვის წარწერად, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ დაწერილ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტექსტს. „მივესალმები და ტაშს ვუკრავ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას“ - წერს, ედგარს რინკევიჩუსი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში