„შეუზღუდავი ფერადოვნება“- ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, ფერწერული, გრაფიკული და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა. წარმოადგინეს ქეთევან მატაბელისა და შოთიკო მაღლაკელიძის, ბრაილის შრიფტით შექმნილი „ვეფხის ტყაოსანი“.
პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, ის ერთ-ერთი უნიკალური გამოცემაა, რომელიც სპეციალურად მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის დაიბეჭდა. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტსა და თბილისის სამხატრო აკადემიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.