თბილისის ,,დინამო'' ლიდერებმა დატოვეს

27 დეკემბერი 2019, 18:29 1753 ნახვა

თბილისის ,,დინამო’’ ორმა ესპანელმა ლეგიონერმა დატოვა. დედაქალაქური კლუბიდან მეკარე ხოსე პერალესი და მცველი ვიქტორ მონხილი წავიდნენ.

ესპანელები ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონში თბილისის ,,დინამოს’’ ერთ-ერთი ლიდერები იყვენენ და გუნდის გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანეს. წლევანდელ სეზონში 26 წლის პერალესმა ეროვნულ ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა და 15 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. 27 წლის მონხილმა კი ყველა 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

ჩემპიონატის დასრულებიდან რამდენიმე დღეში თბილისის ,,დინამო’’ ესპანელ მწვრთნელთა ტანდემა ჩისკო მუნიოსი და ფელის ვისენტემ დატოვეს. კლუბში ქუთაისის ,,ტორპედოს’’ ყოფილი დამრიგებელი კახა ჩხეტიანი დაინიშნა. პრესკონფერენციაზე ჩხეტიანმა განაცხადა რომ მიმდინარეობს ,,ტორპედოდან’’ მეკარე როინ კვასხვაძის გადმობირების პროცესი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი