ინგა გრიგოლიამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

27 დეკემბერი 2019, 12:56 2024 ნახვა

ტვ პირველის დირექტორმა ინგა გრიგოლიამ, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან მიმდინარე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. ივანე მაჭავარიანი ტელეკომპანიების წარმომადგენლებს ხვდება.

ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფინანსთა მინისტრს მათ შეკითხვებზე პასუხი არ ჰქონდა. მონოლოგის მოსმენას კი არ აპირებდა.

''მხოლოდ იმედს ეხება თუ არა გადავადება ეს არ ვიცი, გაუგებარი შეხვედრა იყო, უბრალოდ როდესაც ვალების რესტრუქტურიზაციაზე დაისვა შეკითხვა, მან თქვა, რომ მგონი ათი წლით მოხდა გადავადებაო, რაღაც ეგეთი თემა იყო. იმედის კონტექსტში იყო თუ ყველა ტელევიზიის არ ვიცი, ასევე არ დაუკონკრეტებია რუსთავი 2-ს ეხებოდა ასევე და მაესტროსაც თუ არა. 

რატომ დავტოვე შეხვედრა იცით, ამ კაცს საერთოდ არ აინტერესებდა რაზე ველაპარაკებოდით. როცა ხელისუფლება გეუბნება, რომ რომელიმე კომპანიას, რომელიც ამდენი ხანი არ იხდის ვალებს, დაგროვილი აქვს მილიონობით ლარი, ათი წლით უვადებენ თუ ხუთით რა მნიშვნელობა აქვს და კაცი შვილი არ გთხოვს რომ ბიუჯეტში თანხა შეიტანო. ამ დროს კი ჩვენ 2 კვირიანი გადავადება ვითხოვეთ და ამაზეც უარი მივიღეთ. გვაქვს სრული უფლება ჩავთვალოთ, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მოახლოებულ არჩვენებთან დაკავშირებით, რომ თავისუფალ მედიას კიდევ უფრო დიდი ძალით შეუტიონ. სხვა ვერაფერს ვერ ვხვდები და იცით რატომ? თუ მინისტრს აინტერესებდა რატომ ვიყავით მოსული კითხვებისთვის ეპასუხა, მან კი გადაწყვიტა რომ მონოლოგის რეჟიმში მედია ისტორია მოეყოლა'' - თქვა ინგა გრიგოლიამ შეხვედრის დატოვების შემდეგ. 

ორი დღის წინ, ტელეკომპანიების - "ტვ პირველის", "კავკასიასა" და "რუსთავი2"-ის ანგარიშებს ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო. მანამდე ტელეკომპანიები დავალიანების შესახებ გააფრთხილა  და მის დასაფარად ერთი დღე მოსთხოვა. 

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში