ყაზახეთში ავიაკატასტროფა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით თვითმფრინავი, რომელიც რეისს ალმანათიდან ასრულდებდა, აეროპორტიდან აფრენის დროს სიმაღლე დაკარგა და შენობას შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ბორტზე 100 ადამიანი იმყოფებოდა, დაღუპულია - 15, 22 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ავიაკატასტროფის მიზეზებს სპეციალური კომისია გამოიძიებს.