"რვაფეხა" იჯარით "ჰილტონის" მფლობელმა აიღო

26 დეკემბერი 2019, 15:31 2915 ნახვა

რვაფეხას" ახალი მფლობელი გამოუჩნდა. ობიექტი იჯარით სასტუმრო ''ჰილტონის'' მფლობელმა აიღო. 

აუქციონზე იჯარის წლიური საწყისი თანხა 150 000 ლარს შეადგენდა, ხოლო აუქციონის დასრულების შემდეგ  თანხა 154 500 ლარით განისაზღვრა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. ზღვისპირა პარკში მდებარე 2053 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 202 კვ.მ შენობა-ნაგებობა კომპანია "ტურ ინვესტის" დროებით მფლობელობაში გადავა, რომელსაც თავის მხრივ "რვაფეხას" მომიჯნავედ სასტუმროს ფლობს და რომელსაც ბრენდი "ჰილტონი" მართავს.  

აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ობიექტზე განსათავსებელი სკამებისა და მაგიდების ვიზუალური ესკიზი, ასევე ობიექტზე ავეჯის განთავსების გეგმა უნდა შეათანხმოს.

მეიჯარეს უფლება არ ააქვს თანხმობის გარეშე შეცვალოს ვიზუალი.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში აამოქმედოს კაფე, სადაც გაიყიდება საკონდიტრო ნაწარმი, ნაყინი, ყავა, გამაგრილებელი სასმელები, მინერალური წყლები, ალკოჰოლური სასმელები, პურ-ფუნთუშეული, ხილის წვენები, შოკოლადი, ხილი.

იჯარის საგანი უნდა ფუნქციონირებდეს წელიწადში არანაკლებ 6 თვე, ამასთანავე უწყვეტად  უნდა ფუნქციონირებდეს 1-ელი ივნისიდან 30 სექტემბრამდე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი