Youtube-ს უკვე შეუძლია თქვენი ხმა გაიგონოს და სასურველი ვიდეო ტელევიზორში დაძახებით ჩაგირთოს

26 დეკემბერი 2019, 14:25 814 ნახვა

Youtube-მა მობილური აპლიკაცია განაახლა, რაც სმარტფონების მფლობელებს შესაძლებლობას მისცემს, ფუნქციები ხმოვანი სიგნალით მართონ.

დღეიდან კი, Youtube-ის ნებისმიერი კონტენტის ვიდეოს მოძებნას და ჩართვას, ტელევიზორში ხმოვანი სიგნალის ბრძანებით შეძლებთ. განახლებული აპლიკაციით, მომხმარებლებს შეეძლებათ ვიდეოებს მაღალი დინამიური დიაპაზონით (HDR ) ხარისხით უყურონ.​

კომპანიის განცხადებით,მისი მიზანია გამომწერებს ფუნქციების მარტივად მართვის შესაძლებლობა ჰქონდეთ. 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში