დღეს ბათუმში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება. ღონისძიება 21:00 საათზეა ჩანიშნული, 17:00 საათიდან სადღესასწაულო პროგრამა კონცერტი დაიწყება, მასში ადგილობრივი ბენდები და სოლო შემსრულებლები მონაწილეობენ. მუსიკალური საღამო რამდენიმე საათს გაგრძელდება და მასში კამერული გუნდი და ჯაზ ბიგ ბენდებიც მიიღებენ მონაწილეობას. საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის მიხედვით ყოველდღიურად ჩატარდება კონცერტები. 31 დეკემბრს კი ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით გამართავს კონცერტს.