საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი ევროპარლამენტში

14 სექტემბერი 2016, 00:00 3119 ნახვა

ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა, რომლის მმართველი საბჭოც ევროპარლამენტში არსებული ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფიდან წევრებს აერთიანებს. საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს ჯგუფის დაარსებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ჯგუფი დიდ წვლილს შეიტანს ევროპარლამენტსა და საქართველოს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებაში.  ჯგუფის თანათავმჯდომარის ევროპარლამენტარ კლერ მუდის განცხადებით, საქმიანობის მთავარი მიზანი იქნება იმ კავშირების გამყარება, რაც უკვე არსებობს ევროკავშირს, ევროპარლამენტსა და საქართველოს შორის. 

ამავე კატეგორიაში