ამ დრომდე ხანძარს ებრძვიან ქობულეთში, სოფელ ჭახათში, სადაც ცეცხლი ხმელ ფოთლებს და ეკალ-ბარდს უკიდია. ამ დროისთვის ადგილზე 4 ბრიგადა მუშაობს. ხანძარი დასახლებული პუნქტისგან შორსაა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში - ახალსოფელსა და ჭახათში ხანძარი გუშინ გაჩნდა. მეხანძრე მაშველებს ჩაქვის და ბათუმის ბრიგადების დამატება დასჭირდათ. ცეცხლის ჩაქრობას ქარიანი ამინდი და გაძნელებული ხილვადობა ართულებდა. უკვე დამწვარია 200 ჰექტარი მიწა.