მინდა დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან სტრასბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ევროკომისრის თქმით, საქართველოსთან მიმართებაში არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისარს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელ პროცესსა და წინასაარჩევნო ვითარებაზეც ესაუბრა.