სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ქვეყანაში მართლმსაჯულების, განათლებისა და სოციალური სფეროს გაუმჯობესებაზე უკვე მეორედ მსჯელობენ. განათლების სამინისტრომ პრობლემების აღმოსაფხვრელად გეგმა შეიმუშავა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა - საუბარია მოსწავლის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაზე.
პირველ შეხვედრაზევე გამოითქვა რეკომენდაცია, რომ კერძო და საჯარო სკოლები საერთო რეგულაციებს დაექვემდებარონ. რაზე შეთანხმდნენ მხარეები და როგორია მათი გეგმა პრობლემების აღმოსაფხვრელად?