შენი იდეა ბათუმს - ორი გამარჯვებული გამოვლინდა 

25 დეკემბერი 2019, 11:57 1568 ნახვა

„შენი იდეა ბათუმს“ 2020 წლის გამარჯვებული იდეები უკვე ცნობილია.

• ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის საჭიდაო მოედანი, დარბაზი
•  ქუჩის კალათბურთი 

ხმის მიცემა 2019 წლის 25 ნოემბრიდან 2019 წლის 21 დეკემბრამდე მიმდინარეობდა.  თითოეულ მოქალაქეს საშუალება ჰქონდა ხმა 3 იდეისთვის მიეცა. 
ჯამში გამოკითხვაში 2009 მოქალაქე  მონაწილეობდა. ხმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
•    ქუჩის კალათბურთი - 765 ხმა 
•    ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის საჭიდაო მოედანი, დარბაზი- 752 ხმა
•    ონლაინ თამაში Batumi dots- 271 ხმა 
•    ძაღლების პარკი- 165 ხმა 
•    ჭარტი-მოხატული საკანალიზაციო ლუქები- 42 ხმა
•    ელექტრონული შთაბეჭდილებების წიგნი star online- 14 ხმა 

ბათუმის მერია პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ 2019 წლის მაისიდან ახორციელებს. აღნიშნული პროცესის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორის სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.  

„ქუჩის კალათბურთი“
ავტორი: ნიკოლოზ კიკვაძე
ბიუჯეტი: 40 600 ₾


პროექტის უმთავრესი მიზანია, სპორტის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. ასევე ახალი ტალანტების აღმოჩენა, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ მათი ნიჭის შესახებ, ან პირიქით პერსპექტიული ბავშვებისათვის ხელის შეწყობა, გამოიჩინონ თავი და დაანახონ საკუთარი შესაძლებლობები არამარტო ბათუმს, არამედ მთელს მსოფლიოს!

„ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის საჭიდაო მოედანი, დარბაზი“
ავტორი:  პაატა ურიადმყოფელი
ბიუჯეტი: 194 556 ₾


საჭიდაო მოედანი დაიდგმება ახალ ბულვაში რომლის საფუძველი იქნება 1.განვითარდეს ქართული ჭიდაობა, ასობით ახალგაზრდა ჩაებას ქართული ჭიდაობის საწვრთნელ სავარჯიშო სექციებში;  2. ყველა კვირა გაიმართება ქართული ჭიდაობები. 3. გაიყიდება მაყურებლებისათვის ბილეთები და შემოსავალი იქნება ქალაქის ბიუჯეტში. 4. უამრავი ტურისტი და ვიზიტორი ყველა კვირა მივა სანახაობრივ, ლამაზი ჭიდაობის საყურებლად, გადაიღებს ვიდეოევბს, სურათებს, 5. რამოდენიმე ადამიანი დასაქმდება.6. მომავალ წელს იგეგმება მსოფლიოს ფესტივალის ჩატარება, ქართულ ჭიდაობაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი