სახელმწიფო აუდიტი FB-ის განცხადებას ეცნობა, ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი 418 ანგარიშის წაშლასთან დაკავშირებით 

24 დეკემბერი 2019, 15:31 1981 ნახვა

"სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამჟამად ფეისბუქის განცხადებას ეცნობა.  სამსახურის იურისტები განიხილავენ, რამდენად იკვეთება აუდიტის სამსახურის კომპეტენცია და მანდატი განცხადების შინაარსში" - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.  

სოციალურ ქსელიდან, ფეიბუქის ადმინისტრაციამ, 20 დეკემბერს, 418 ქართული ანგარიში წაშალა. მათ შორისაა 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ''ინსტაგრამ'' ანგარიში. ორგანიზაციის ცნობით, 316 000 ამერიკული დოლარია დახარჯული ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ყალბი გვერდების რეკლამირებისთვის

ამ ეტაპზე სხვა განმარტებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არ კეთდება. სავარაუდოდ, შესაძლოა დაიწყოს დაკვირვება ხომ არ მოხდა ფეიკ-გვერდების ფინანსური უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტიდან თანხების დახარჯვა ან უკანონოდ შემოწირულობა.


ფეისბუკის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ნათანაელ გლეიშერი საქართველოში ექაუნთების წაშლასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ  საიტები თავს ასაღებდნენ ახალი ამბების სააგენტოებად და პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიასაშუალებებს წარმოადგენდნენ. 

მათი გაუქმების მიზეზად  "კოორდინირებული არაავთენტური ქცევა" დასახელდა, რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. სოციალური ქსელის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, გვერდები საქართველოს ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში