15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებელის, მარიანა ჩოლოიანის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ადვოკატებმა გაასაჩივრეს. უფლებადამცველის განცხადებით, ისინი საჩივარში უთითებენ, რომ მარიანა ჩოლოიანს გირაოსთან ერთად ის დამატებითი ღონისძიებები დაუწესდეს, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს.
ადვოკატების საჩივარზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 72 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს. მარიანა ჩოლოიანი კლინიკიდან რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში ორი დღის წინ გადაიყვანეს. 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.