ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში  მულტიფუნქციური    საგანმანათლებლო სივრცე გაიხსნა

22 დეკემბერი 2019, 11:40 372 ნახვა

აკაკი წერეთლის სახელობის  ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ახალი საგანმანათლებლო სივრცე გაიხნა. მულტიფუნქციური  სივრცე, რომელიც წიგნისა და საფოსტო მარკების მუზეუმს,  საბავშვო    და პრესის არქივის ოთახებს, ასევე საკონფერენციო დარბაზსა და დეპოზიტარიუმს აერთიანებს,  ბიბლიოთეკის სარდაფში განთავსდა.

წიგნების მუზეუმის  საგამოფენო სივრცე ეტაპობრივად განახლდება და იგი აჭარაში მოღვაწე  მწერლების, პოეტებისა და საზოგადო მოღვაწეების  პირადი ნივთებით შეივსება. პრესის არქივის ოთახში  მისულ  ვიზიტორებს კი იმ საარქივო მასალების გაცნობა  შეეძლებათ, რომლებიც საუკუნეზე მეტია  ბიბლიოთეკაში ინახება.  

საბავშვო ოთახში პატარა მკითხველებისთვის შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები ჩატარდება. პროექტის განსახორციელებლად   ბათუმის მერიამ ბიუჯეტიდან 44 ათასი ლარი გამოყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში