"ლივერპული" თავის ისტორიაში პირველად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონია. ყატარში გამართულ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, ინგლისის "ლივერპულმა" ბრაზილიურ "ფლამინგოს" ანგარიშით 1:0 სძლია. თამაშის განმავლობაში ერთადერთი გოლი, თამაშის მიწურულს, რობერტო ფირმინომ გაიტანა
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი მუჰამედ სალაჰი გახდა
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი მესამე ადგილზე "მონტერეი" გახდა, რომელმაც პენალტების სერიაში "ალ ჰილალს" 4:3 სძლია