ამინდი, ბათუმი - ხვალ და ზეგ კიდევ უფრო დათბება

21 დეკემბერი 2019, 15:55 2135 ნახვა

მომდევნო ორი დღის განმავლობაში აჭარაში კიდევ უფრო დათბება. ამინდს განსაზღვრავს თბილი ჰაერის მასების ინტენსიური გავრცელება, რომლის გავლენითაც სანაპირო ზოლში ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს, მთაში კი +14, +16 გრადუსი იქნება.

პერიოდულად იქროლებს აღმოსავლეთის თბილი ფიონი, რომელიც ასევე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ჰაერის მაღალი ტემპერატურის და დაბალი ტენიანობის.

ფოტო:ირინე წუწუნავა 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში