2019 წლის არასანდო პაროლი გამოვლინდა - საქართველოს სამეული შთამბეჭდავია

20 დეკემბერი 2019, 16:31 3490 ნახვა

ამერიკულმა კომპანია Splashdata-მ 2019 წლის ყველაზე არასანდო პაროლები გამოაქვეყნა, როგორც გაირკვა მომხმარებლები პაროლად ისევ ადვილად ამოსაცნობ კომბინაციებს იყენებენ. 

წლის ყველაზე არასანდო პაროლად 123456 დასახელდა. მეორე ადგილზეა კომბინაცია 123456789 მესამეზე კი, qwerty. ასევეა, 123123 ან 54321. მათ, მსოფლიო მოსახლეობის მილიონობით ადამიანი იყენებს.

მომხმარებლები პაროლის შედგენისას ხშირად მარტივ სიტყვებს იყენებენ, რაც შეეხება საქართველოს, წელს არ გამოუვლენიათ, თუმცა გასულ წლებში, ყველაზე ხშირად გამოყენებული პაროლები იყო: miyvarxar, mikvarxar, miyvars. 

კვლევის თანახმად, გამოვლინდა, რომ მოსახლეობის 80% პაროლების შეცვლასთან დაკავშირებით ნეგატიურად არიან განწყობილი.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში