ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი წლით და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯეს

20 დეკემბერი 2019, 19:30 2141 ნახვა

ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ერთი წლით და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ავრცელებს. 

„ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის - 1 წელი და 9 თვე. ექიმის გათავისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება" - წერს დავით ასათიანისოციალურ ქსელში.

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაონში დააკავეს, 15 ნოემბერს კი მას პატიმრობა შეუფარდეს. ექიმი აცხადებს, რომ მას საზღვარი არ დაურღვევია, რადგან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა და ის დე ფაქტო საზღვრებს არ აღიარებს. 

ექიმის მხარდასაჭერად დღემდე არაერთი სოლიდარობის აქცია გაიმართა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში