#თავისუფლება ვაჟა ექიმს     

17 ნოემბერი 2019, 12:28 1704 ნახვა

ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ე.წ საოკუპაციო საზღვართან 9 ნოემბერს დააკავეს ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ დრომდე მას ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია. ახლობლების თქმით, უცნობია რა პირობებში ჰყავთ დაკავებული ოკუპანტებს.  მოძრაობა „თავისუფლება ვაჟა ექიმს“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის მხარდასაჭერად ხვალ, 12 საათზე „თეთრი ხალათების“ აქციას გამართავს.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს ფეხბურთის ფედერაცია.განცხადება მათ, „ფეისბუქ”გვერდზე გაავრცელეს. მოქალაქეები ფეისბუკის პროფილის ფოტოზე, სოლიდარობის ნიშნად, სპეციალურად შექმნილ ჩარჩოს აყენებენ წარწერით - თავისუფლება ვაჟა ექიმს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ძალიან რთულ პირობებში ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.  ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა გუშინ აშშ-ის საელჩომ.

ექიმის დაკავების საკითხს განცხადებები მოჰყვა საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებში. პარლამენტის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ ექიმის დაპატიმრებით საოკუპაციო რეჟიმი ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაემიჯნა. ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში