ჩინოვნიკებს დაუკანონდათ მოქალაქეებზე ძალადობა! - გიგა მაქარაშვილი /მოქალაქის წერილი/

19 დეკემბერი 2019, 13:23 2327 ნახვა

"სირცხვილიას" აქტივისტი გიგა მაქარაშვილის საქმეზე, გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, რომელმაც ნაგვის ყუთი თავზე დაახურა აქტივისტს, სასამართლომ გაამართლა - ამის შესახებ თავად დაზარალებული გიგა მაქარაშვილი წერს: 

"საშინელი ამბებია ქვეყანაში და მცხვენია ამ პოსტის დაწერა, მაგრამ გული რომ არ გამისკდეს, ასე მაინც მოგიყვებით ჩემს ამბავს! 
შარშან, 10 ოქტომბერს 2 მეგობართან ერთად ჩავედი გორში. ჩავედი, რომ გამეპროტესტებინა გორის მერის განცხადება, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო.
სრულიად მშვიდობიანი,1 საათიანი აქცია პერფორმანსის დასასრულს, როცა მერიის ტერიტორიის დასუფთავება დავიწყეთ, უკნიდან მომეპარა მერიის ადმინისტრაციის უფროსი, რომელიც არც მანამდე მენახა და მერეც მხოლოდ ერთხე ვნახე სასამართლო დარბაზში, მომეპარა და ნაგვით სავსე ურნა ჩამომამხო თავზე.
საქმე აღიძრა მომენტალურად. 4 თვიანი ომი დამჭირდა რომ დაზარალებულის სტატუსი მიმეღო. მას შემდეგ 14 თვე გავიდა და სასამართლოში ერთადერთხელ დამიბარეს დაკითხვაზე.
წუხელ ჟურნალისტებისგან ვიგებ, რომ მოძალადე ჩინოვნიკი სრულად გაამართლეს. სამსახურშიც აღადგენენ, განაცდურსაც აუნაზღაურებენ და რაც ყველაზე მთავარია ...

ჩინოვნიკებს დაუკანონდათ მოქალაქეებზე ძალადობა!

სტრასბურგს გადაგახევთ თავზე თქვე ფარჩაკებო!
უი, ჰო, შემდეგი მსხვერპლი შენ იქნები, სახლში რომ ზიხარ და თბილი სავარძლიდან რომ უყურებ ქვეყნის ნგრევას" - წერს გიგა მაქარაშვილი.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი