App Annie-ი ანალიტიკური კომპანიაა, რომელმაც ათწლეულის ყველაზე პოპულარული აპლიკაციების რეიტინგი გამოაქვეყნა.
სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მეტად მოთხოვნადი Facebook, Facebook Messenger-ი, WhatsApp-ი intagram-ი და Snapchat-ი გახდნენ.
კომუნიკაციისა და სოციალური მედიის პროგრამები მომხმარებლების ფავორიტები აღმოჩნდნენ. ათეულში ასევე მოხვდა Tinder-ი, რომელიც ათწლეულის ყველაზე წარმატებულ გაცნობის პროგრამად დასახელდა.
რეიტინგი App store-დან და play market-დან ხშირად ჩამოტვირთული აპლიკაციების მიხედვით შეადგინეს.