მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემაზე შეთანხმება არ შედგა

15 დეკემბერი 2019, 18:20 1540 ნახვა

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მე-3 რაუნდი, ისევ უშედეგოდ დასრულდა. თუმცა ორივე მხარე თანხმდება, რომ საარჩევნო სისტემა შესაცვლელია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა კონკრეტული პოზიცია ვერ წარმოადგინა და ისინი შემოთავაზებას ელოდებიან.

დღევანდელ შეხვედრაზე მრავალმანდატიან სისტემაზე იმსჯელეს, რომელიც მმართველ გუნდს, დიპლომატებმა შესთავაზა.  თუმცა უმრავლესობაში ამბობენ, რომ მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები, საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, მისაღები ვერ იქნება. მომდევნო შეხვედრა, პარასკევისთვის ჩაინიშნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში