პარლამენტში დარჩენილი სუნის გამო, დეპუტატებმა მინისტრს ვეღარ მოუსმინეს

13 დეკემბერი 2019, 17:28 1502 ნახვა

სუნის გამო დღეს, 13 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას პარლამენტარებმა ვერ მოუსმინეს. დღის მეორე ნახევარში ვერ გაგრძელდა პლენარული სხდომაც. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

''12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც სხდომის გაგრძელება დღის მეორე ნახევარში აღარ მოხდება.

ამავე მიზეზით გადაიდო ,,მინისტრის საათის" ჩატარება. სასესიო დარბაზი დამატებით დამუშავდება სხდომების განახლებამდე.'' - წერია განცხადებაში. 

სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნის მქონე ნივთიერების გაშვების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება დაიწყო. 

გუშინ მძარაფრი სუნის გამო, საქართველოს პარლამენტში, რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდ გახდა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი