ბაკურიანსა და ბორჯომში, შესაძლოა ზამთრის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალი ჩატარდეს 

13 დეკემბერი 2019, 15:23 2370 ნახვა

შესაძლოა საქართველომ 2025 წელს ზამთრის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლოს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა იანეზ კოჩიანჩიჩისმა და გენერალურმა მდივანმა რაფაელე პანიოციმა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტის პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს ოფიციალური წერილი მისწერეს, სადაც ნათქვამია, რომ ბორჯომსა და ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭა.

ია სართანია
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი