აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, გიორგი ხომერიკი 3-წუთიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებული გახდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ (TI) და რადიო თავისუფლების ერთობლივი კონკურსის გამარჯვებულები კინოთეატრ „ამირანში“ გამართულ ღონისძიებაზე დაასახელეს.
კონკურსის თემა კორუფცია იყო, მიზანი კი - კორუფციის არსზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, კორუფციის ფორმებსა და მასთან ბრძოლაზე.
გიორგი ხომერიკის სამწუთიანი ანიმაციური ფილმი, ურბანულ „განვითარებას“ და კორუფციას ეხება, მოქმედება ზღვისპირა ქალაქში ხდება.
გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები:
ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.