გახარია პრეზიდენტის განცხადებაზე: „ქართული ჯარის წინაშე ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში“

11 დეკემბერი 2019, 20:23 1539 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი ახალი განცხადების გამო აკრიტიკებენ. ამჯერად სადავო სალომე ზურაბიშვილის ის ფრაზა გახდა, რომლის მიხედვითაც, „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

ჯართან დაკავშირებით ნათქვამი სიტყვების გამო ზურაბიშვილის ერთიანი მესიჯბოქსით უპასუხეს იმ გუნდშიც, რომელმაც არჩევნებისას მას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. მკაცრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. გიორგი გახარიას შეფასებით კი ჯარს ყველამ ბოდიში უნდა მოუხადოს.  კრიტიკის ფონზე ამ რიგებშიც იყვნენ დეპუტატები, რომლებიც პრეზიდენტის გამართლებას ცდილობდნენ.

ოპონენტების შეფასებით კი სალომე ზურაბიშვილის ფრაზებს და გზავნილებს გამართლება არ აქვს.  გასამართლებლად პრეზიდენტის  ადმინისტრაციამ მედია დაადანაშაულა განცხადების დამახინჯებასა და ბულინგში. ბულინგსა და დისკრედიტაციაზე გაამახვილა ყურადღება ფეისბუქ - პოსტში სალომე ზურაბიშვილმაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი