რუსეთს ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობა 4 წლით აეკრძალა

09 დეკემბერი 2019, 14:52 2884 ნახვა

მსოფლიოს ანტიდოპინგურის სააგენტოს გადაწყვეტილებით, რუსეთი ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვერც ოლიმპიურ თამაშებსა და ვერც მსოფლიო ჩემპიონატებში. გარდა ამისა, ამ ხნის განმავლობაში რუსეთი ვერც ერთ საერთაშორისო ტურნირს ვერ უმასპინძლებს.

BBC-ს წერს, რომ რუსეთის დროშა და ჰიმნი არ დაიშვება ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა ტოკიო 2020 წლის ოლიმპიადა და ფეხბურთის 2022 წლის მსოფლიო თასი ყატარში.

ამავე დროს, რუს სპორტსმენებს, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ გახმაურებულ დოპინგ-სკანდალში არ მონაწილეობდნენ, შეეძლებათ ასპარეზობა, თუმცა „ნეიტრალური“ დროშით.

BBC-ის   სტატიაში წერია, რომ WADA-მ შესაბამისობის კომიტეტის რეკომენდაციებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტო ანტიდოპინგურ კოდექსს არ შეესაბამებოდა. შესაბამისად, როდესაც ნაციონალური ანტიდოპინგური სააგენტო სტატუსს კარგავს, ქვეყანაც მოკლებულია საერთაშორისო შეჯიბრებებს.

რადიკალური ზომების მიღებაზე დისკუსია, მას შემდეგ დაიწყო, რაც მსოფლიო ანტი-დოპინგის სააგენტოს (WADA-ს)გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ რუსეთის სპორტული ნაკრების სპორტსმენებს დოპინგის მოხმარება დაუდგინდათ, ეს მონაცემები კი რუსეთმა წაშალა.

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში