ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. „ზღვაურის“დაჯილდოვების ცერემონიაზე 4 ოქროს, 4 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს დიპლომი გაიცა სხვადასხვა ჟანრში.
კონკურსში 200-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის 5 უცხოეთიდან. წელს რიგით მე-8 კონკურსი ჩატარდა და იგი ბათუმის მერიამ დააფინანსა. პროექტის ავტორია პოეტი ბელა ქებურია.