9 კონკურსანტი მე-5  მრჩევლის ვაკანტურ პოზიციაზე

07 დეკემბერი 2019, 12:19 1553 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მე-5 წევრის, კონკურსში მისაღები ვადა დასრულდა. კონკურსანტების სია  მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მაუწყებლის მრჩევლობა გია ქარცვივაძეს, ბეჟან გობაძეს, არჩილ ხახუტაიშვილს, ჯემალ მეგრელიძეს, ციალა ქათამიძეს, თემურ დიასამიძეს, ლაშა ზარგინავას, ირმა ზოიძესა და ნათია აფხაზავას სურთ.

''ნაციონალურმა მოძრაობამ'' უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს   საკონკურსო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით 2 დღის წინ საჯაროდ  მიმართა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ამბობს, რომ  საკითხზე კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი