ქვეყანაში აქციები და კონტრაქციები გრძელდება. პროტესტის ეპიცენტრი დღეს ქუთაისში იყო, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ჩავიდნენ. იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება, ოპოზიციის წარმომადგენლებს სახურავებიდან ესროდნენ კვერცხებს.
აქციის მონაწილეები დღეს ქუთაისში, ქართული ოცნებისგან დაპირების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვდა. ისინი, მსგავს მსვლელობებსა და აქციებს, საქართველოს სხვა ქალაქებშიც აანონსებენ.