აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრის შესარჩევი კონკურსი დასრულდა

06 დეკემბერი 2019, 18:39 1855 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭოს ბოლო, მე 5 წევრის კონკურსში მისაღები ვადა ამოიწურა. კონკურსანტების სია  მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მაუწყებლის მრჩევლობა სურთ ბეჟან გობაძეს, არჩილ ხახუტაიშვილს, ჯემალ მეგრელიძეს, ციალა ქათამიძეს, თემურ დიასამიძეს, ლაშა ზარგინავას, ირმა ზოიძესა და ნათია აფხაზავას. 

''ნაციონალურმა მოძრაობამ'' უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს   საკონკურსო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გუშინ საჯაროდ  მიმართა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ამბობს, რომ  საკითხზე კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება. 

 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი