მონაკოში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე, ''ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ევროპელი მსოფლიოს ჩემპიონის'' პრიზი მაია ჩიბურდანიძეს გადაეცა, ნონა გაფრინდაშვილი კი შემდეგი ნომინაციის გამარჯვებული გახდა: "ჭადრაკი, როგორც ცხოვრების აზრი".
“ოქროს პაიკის” დაჯილდოებას ქართველი მოჭადრაკეების გარეშე არ ჩაუვლია. ღონისძიებაზე სტუმრებს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი მიესალმა. ნომინაციაში ევროპის საჭადრაკო ლეგენდად ქალებში იუდიტ პოლგარი დაასახელეს, კაცებში კი - გარი კასპაროვი.
პრიზები, რომლებიც საღამოს მთავარ გმირებს გადაეცათ, ქართველი დიზაინერის ზვიად ციკოლიამ დაამზადა.