აჭარის მაუწყებლის მე-5 მრჩევლის კონკურსზე საბუთების მიღება სრულდება - "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება

05 დეკემბერი 2019, 12:36 1568 ნახვა

''ნაციონალურ მოძრაობაში'' აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში კრიზისია შექმნილი, ამის მიზეზად კი არსებული ხარვეზიან კანონმდებლობას ასახელებენ. დეპუტატების თქმით, კანონმა მისცა ხელისუფლებას საშუალება, დაეკომპლექტებინა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო იმგვარად, რომ აერჩიათ ხელისუფლებასთან ასოცირებული დირექტორი, ასევე გვესმის ჟურნალისტების განცხადებები ბოლო დროს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაზე" - ამბობენ დეპუტატები ოპოზიციიდან. 

"ჩვენ გვაქვს ინიციატივა შეიცვალოს მრჩევლების დაკომპლექტების კანონმდებლობა" - განაცხადეს ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, თუმცა მანამდე ძველი კანონდმებლობით, მათი კვოტით, მაუწყებელში ახალ, მეხუთე მრჩეველს შემოიყვანენ. 

''მოვუწოდებთ ყველას, რომ მრჩევლის კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და შეიტანონ განცხადება,  ჩვენ იმ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, ვინც ჟურნალისტების დამოუკიდებლობისთვის იბრძოლებს" - განაცხადეს დეპუტატებმა​.

ისინი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს მოუწოდებენ, რომ საკონკურსო კომისია დააკომპლექტოს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" კვოტის ასარჩევ კანდადტურებს შეარჩევს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე კანდიდატის შესარჩევად, განაცხადების მიღება უმაღლეს საბჭოში, ხვალ, 6 დეკემბერს, 18 საათზე სრულდება.

"ნაციონალურმა მოძრაობამ", წინა კონკურსზე მისი კვოტით კანდიდატურა არ წარადგინა მაუწყებელში, რადგან მიიჩნევდნენ რომ უსამართლოდ და კანონდარღვევით დააკომპლექტა კომისია.  სარჩელი სასამართლოშიც შეიტანეს, თუმცა მოსამართლემ იგი არ დააკმაყოფილა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი