ამერიკის განვითარების სააგენტომ აჭარის სკოლებსა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში ჰიგიენური ნორმების გაუმჯობესებისთვის 5 წელია მიმდინარე პროექტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. თავის დროზე USAID-მა აჭარა ნაწლავური ინფექციების მაღალი მაჩვენებლის გამო შეარჩია.
ამბობენ, რომ სტატისტიკური მაჩვენებლები შეიცვალა, თუმცა პრობლემა რეგიონში სრულად ჯერ ისევ არაა აღმოფხვრილი. რა მდგომარეობაა აჭარის სკოლებში წყლისა და სანიტარული ნორმების დაცვის კუთხით და ამერიკისგან მიღებული დახმარების გარდა, რას აკეთებს რეგიონის მთავრობა?