სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელიც ბათუმში იმყოფება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს შეხვდება. ომბუდსმენი ამბობს, რომ კომუნიკაცია ექნება ტელევიზიის ახლადარჩეულ დირექტორთანაც.
''ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში და ეს პროცესები ზეგავლენას ახდენს მთლიანად საქართველოს მედიასივრცეზე და გარემოზე, ძალიან საგანგაშო ინფორმაციებს ავრცელებენ ჟურნალისტები და ჩემი ბათუმში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანი პირადად შევხვდე ჟურნალისტებს, მოვისმინო მათი პრობლემები და ვიმსჯელოთ მათზე და გავცე რეკომენდაციები, შემდეგ მინდა შევხვდე უკვე ახლად არჩეულ დირექტორს და ვისაუბროთ არსებულ სიტუაციაზე'', - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს.