ვიდრე სახალხო დამცველი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიას, პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციებს თხოვს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემუშავებულ მოდელს ოპოზიცია პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს.
კანონპროექტი ჯერ ბიუროს წარედგინება, შემდეგ კი განხილვას კომიტეტები დაიწყებს. მთავრობაში კი იგივე პოზიცია აქვთ, რომ ოპოზიციის შემუშავებული მოდელი არაკონსტიტუციურია და ეს არარეალური მოთხოვნაა.