საერთაშორისო ტურნირი კარატეში

10 სექტემბერი 2016, 00:00 3951 ნახვა
00:00
00:00

ბათუმის საერთაშორისო ტურნირი კარატეში დღეს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდება.''ბათუმი ოუფენი’’ ტრადიციულად მერვედ ტარდება, რომელშიც მონაწილეობას იღებს რვა ქვეყნის 900 ზე მეტი სპორტსმენი. გამარჯვებულებს მედლები და სერთიფიკატები გადაეცემა. ტურნირის პარალელურად მწვრთნელებისთვის იმართება სემინარები, რომელსაც მსოფლიოს კარატეს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ბენეტელო ატარებს. ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციაა. შეჯიბრს აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწებოდნენ.

ამავე კატეგორიაში