მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? - მშობლებმა შვილის გარდაცვალება ინტერნეტით გაიგეს

27 ნოემბერი 2019, 20:30 10555 ნახვა

საეჭვო გარემოებებში გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი და გამოძიების ეფექტიანობა - ქობულეთში მცხოვრები ახალგაზრდა კაცის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებენ. ცეცხლაძეები გვიყვებიან, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგეს, პოლიცია კი გამოძიებას მხოლოდ სახლში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე აწარმოებს.

გამოძიების ვერსიით მანუჩარ ცეცხლაძე მეგობართან იმყოფებოდა სტუმრად. სახლში ხანძარი გაჩნდა, ახალგაზრდა კაცის გვამი კი მასპინძლის შინაურ ცხოველებთან, დაღუპულ ძაღლებთან ერთად იპოვეს. ოჯახის წევრების თქმით მასპინძელი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. მათ ეჭვი მკვლელობაზე აქვთ და სწორედ ამიტომ ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი