ბათუმში რეზერვუარის დაკვამლიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

27 ნოემბერი 2019, 18:14 2435 ნახვა

ბათუმის ნავთობტერმინალში, რეზერვუარის ძლიერი დაკვამლიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187 მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გამოკითხვაზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი დაიბარეს, რომელიც ფაქტს შეესწრო.

ადგილზე მეხანძრეები მხოლოდ მას შემდეგ მივიდნენ, რაც დაკვამლიანების თაობაზე ინფორმაცია გავრცელდა.   

მანამდე კი,  როგორც სამაშველო სამსახურში გვითხრეს, დაკვამლიანების შესახებ ინფომრაციას ფლობდნენ. მათი თქმით, იქ გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობდა, რეზერვუარს ჭრიდნენ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი