სტრასბურგში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს

27 ნოემბერი 2019, 15:32 2186 ნახვა

სტრასბურგში, დღეიდან ექვსი თვის განმავლობაში, ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს.

ტრამვაი ქუჩებში დღეს პირველად უკვე გამოჩნდა.

აღნიშნული ჟესტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას ეძღვნება.

სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის, დროშის აღმართვის ცერემონიაც.

დღესვე სტრასბურგში გაიჭრა სიმბოლური ლენტი და შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში