მილიონ ლარზე მეტი საახალწლო ღონისძიებებისთვის - გაზრდილი ბიუჯეტი წელს აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ გამოყვეს. ბიუჯეტის გარდა, შარშანდელისგან წლევანდელი ახალი წელი ნაძვის ხის ადგილმდებარეობითაც განსხვავდება.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ბათუმის ბულვარში დაიდგმება. სამონტაჟო სამუშაოებისა და ქუჩების მოსართავად ნახევარ მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული. კერძო კომპანიაზე მორგებული სატენდერო პირობები და კორუფციის რისკები.