პარლამენტში დღევანდელ ბიუროს სხდომასა და დღეისთვის დაგეგმილ საკომიტეტო მოსმენებს ოპოზიცია არ დაესწრება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ არაფერი ესაქმებათ იქ, სადაც "ქართული ოცნება" საკუთარ მოქალაქეებს ატყუებს და ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ისინი პროტესტზე უარის თქმას მხოლოდ მმართველი გუნდის მხრიდან საკუთარი პირობის შესრულების შემდეგ აპირებენ. მმართველი გუნდში პროცესს მხოლოდ საზოგადოების ინტერესების ბოიკოტირებად აფასებენ.