დევისის თასი ესპანეთმა მოიგო

25 ნოემბერი 2019, 11:03 1721 ნახვა

ესპანეთის ნაკრები  ჩოგბურთში დევისის თასის გამარჯვებულია.  ფინალში ესპანელებმა კანადა 2:0 დაამარცხა. პირველო შეხვედრაში ბაუტისტა აგუტმა ოჟე ალიასიმეს ორ სეტში ანგარიშით  7:6, 6:3 აჯობა, შემდეგ კი  რაფაელ ნადალმა დენის შაპოვალოვს ასევე ორ სეტში 6:3, 7:6 მოუგო.

ესპანეთის ნაკრების წევრებმა რაფაელ ნადალმა და ფელისიანო ლოპესმა დევისის თასი მეხუთედ მოიგეს და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ როდ ლეივერს გაუთანაბრდნენ.
ესპანეთმა დევისის თასი ისტორიაში მეექვსედ მოიგო (2000, 2004, 2008, 2009, 2011, 2019).
ფინალამდე ესპანეთმა დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ხორვატია და რუსეთი დააამარცხა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი