გიორგი ვოლსკი პარლამენტის ვიცე-სპირკერი გახდება - როგორ გადანაწილდება საპარლამენტო თანამდებობები

25 ნოემბერი 2019, 10:55 2331 ნახვა

"ქართული ოცნების" წევრების ინფორმაციით, სხდომაზე საარჩევნო საკითხებთან ერთად, კომიტეტების ახალი თავმჯდომარეების, ვიცე-სპიკერისა და პირველი ვიცე-სპიკერის კანდიდატურებზე უნდა იმსჯელონ, რადგან მათი პოზიციები "პროპორციული საარჩევნო სისტემის" ჩაგდების შემდეგ, ვაკანტურია. მმართველი გუნდის დეპუტატებმა პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.  

გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი პირველ პარლამენტის ვიცე–სპიკერი გახდება, მის ადგილს კი გიორგი კახიანი დაიკავებს. საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე, შესაძლოა, გურამ მაჭარაშვილი გახდეს.

განათლების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს, სავარაუდოდ, გენადი მარგველაშვილი ჩაანაცვლებს. საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე სოფო ქაცარავას კი,  ირაკლი ბერაია შეცვლის. თამარ ხულორდავას ადგილს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში, რომან კაკულია დაიკავებს. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე გახდება.

საპარლამენტო თანამდებობების გადასანაწილებლად კონსულტაციები მმართველ პარტიაში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ამ დროისთვის ვაკანტურია 2 ვიცე-სპიკერისა და 3 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი