ვის აუხდება ოცნება ''ოცნების ქალაქში''?

24 ნოემბერი 2019, 20:40 2820 ნახვა

ვის აუხდება ოცნება ოცნების ქალაქში? უნებართვო დასახლების ფორმირებიდან 7 წლის შემდეგ ოჯახები საკუთარი ჭერის მოლოდინში არიან. 41 მილიონი ბიუჯეტიდან ოცნების ქალაქელების ახალი რეალობისთვის დაიხარჯება. გამოცხადებულია ტენდერი მშენებლობაზე.

მომავალი წლის ბიუჯეტში 16 მილიონიც ჩაიდო. სამთავრობო კომისიამ  ოჯახები აღწერა და მათი მდგომარეობა შეისწავლა. ამ ეტაპზე მონაცემთა ბაზების დამუშავება მიმდინარეობს და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა ჩართონ. პირველ ეტაპზე ბინა 580 ოჯახს გადაეცემა.

„მუყაოს ქალაქში ჩვენს მოქალაქეებს და 1000 ბავშვს უწევ ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში. ჩვენ მათ შევუქმნით ცხოვრების ღირსეულ პირობებს და მუყაოს ქალაქს გადავაქცევთ ახდენილი ოცნების ქალაქად“ - ეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებაა, თუმცა კონკრეტულად ვისი ოცნება ახდება ჯერ არავინ იცის, რადგან 1 700-ზე მეტი ოჯახიდან ვინ მოხვდება იმ 580-ს შორის, ვისაც კორპუსებში პირველ ეტაპზე შეასახლებენ, ისევ უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი