ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრები ბავშვები დღეს ბათუმის დელფინარიუმში საგანმანათლებლო შემეცნებით შოუს დაესწრნენ. ბათუმის 25-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გასართობ ღონისძიებაზე დამრიგებლებმა მოიყვანეს, მათ უსაფრთხო გადაადგილებაზე კი საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლებმა იზრუნეს.
აქცია კამპანიურ ხასიათს ატარებს და აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით კვირაობით დელფინარიუმი, აჭარაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს უმასპინძლებს.